მთავარიევროპასაფრანგეთიმაკრონი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, „რადიკალების” წინააღმდეგ გაერთიანდნენ

მაკრონი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, „რადიკალების” წინააღმდეგ გაერთიანდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ პირველად მიმართა ხალხს საჯაროდ და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ „რადიკალების” დასამარცხებლად. მისი მიმართვა ძირითადად ეხებოდა სწორედ პარლამენტის ანუ ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას. მაკრონი ამბობს, რომ მისი პარტია „რენესანსი” რიგგარეშე არჩევნებში ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებს აუცილებლად დაამარცხებს.

„ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილი არჩევნებზე ამომრჩევლის გზავნილის. ჩვენ უნდა შევთავაზოთ დემოკრატიული პასუხი. ეს პასუხი, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მთავრობის ან კოალიციების ცვლილების სახით, რაც უბრალოდ შეუძლებელი იყო პარლამენტში. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ სიტუაცია პარლამენტის დათხოვნას მოითხოვდა. ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ვერ დავუშვებთ, რომ რადიკალებმა ჩვენი დემოკრატია, რესპუბლიკური სულისკვეთება და საღი აზროვნება შეაფერხონ. ასეთ ვითარებაში ერთადერთი რესპუბლიკური გადაწყვეტილება არჩევნების ჩანიშვნა იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი რადიკალების მოსაზრებებს არ იზიარებს. იმ ხალხს, ვისაც საერთო ღირებულებები აერთიანებს, ღირებულებებს, რომლებსაც დღევანდელი უმრავლესობა იცავს, შეუძლია თავის ლიდერებთან ერთად წამოიწყოს ახალი პოლიტიკური პროექტი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend