მაღალი ტემპერატურის გამო მეხიკოში, ჩაპულტეპეკის ზოოპარკში მყოფი ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ.
ლომებს გაყინული ხორცით ასაჩუქრებენ და მაიმუნებს კი ვეგეტარიანულ საკვებს სთავაზობენ. ზოოპარკის სტუმრებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ: ლომები ფერად ბუჩქებს ლოკავდნენ.
ტემპერატურა მექსიკის დედაქალაქში, რომელიც ზღვის დონიდან 2240 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, 30 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ჩაპულტეპეკში ცხოველებს გაყინულ საკვებს ისედაც აჭმევდნენ, თუმცა ამჯერად უფრო გამდიდრებულია მათი რაციონი მსგავსი პროდუქტით.
სამხრეთ მექსიკაში მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპული ცხოველების რაოდენობა 250-ს აღემატება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ცხოველების გადასარჩენად.
როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, მექსიკაში მაღალი ტემპერატურა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.