აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ათობით მოქალაქის სანქცირების პირველი ტრანშის დაწესება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განიხილება. როგორც ცნობილია, სანქციების პირველი პაკეტი გავრცელდება მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრების, სამართალდამცველებისა და სხვა კერძო პირების მიმართ. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავს, დაახლოებით, 30 ადამიანს.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გზა აირჩიეს და არ ანაღვლებთ ამერიკული სანქციები. ამავე დროს ამბობენ, რომ ეს არის შეცდომა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
ქართული ოპოზიცია კი მიესალმება ამერიკის მხრიდან მორიგი სანქცირების პაკეტის დაწესებას და ამბობენ, რომ ეს შედეგი თავად „ქართული ოცნების” პოლიტიკის დამსახურებაა.