მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტის არჩევნები გრძელდება

ევროპარლამენტის არჩევნები გრძელდება

ევროპელებმა ერთი დღის წინ დაიწყეს ხმის მიცემა ევროკავშირის ყველაზე მასშტაბურ არჩევნებში. მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება 9 ივნისამდე შეუძლიათ.

ევრონიუსმა, სპეციალურად ამ არჩევნებისთვის 27 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, სადაც უმრავლესობა „ევროპის სახალხო პარტიას’’ უჭერს მხარს, მეორე ძალად სოციალისტებს მოიაზრებენ, მესამე ადგილი კი ლიბერალებს უჭირავს, თუმცა ისინი მინიმუმ 20 ადგილს დაკარგავენ პარლამენტში. მიუხედავად ულტრამემარჯვენეების მზარდი  რეიტინგისა, მათ ამ არჩევნებში ლიდერობას არ უწინასწარმეტყველებენ.

„ევროპის სახალხო პარტიას’’ ყველაზე დიდი რეიტინგი, 30%-ზე მეტი,  გერმანიაში აქვს. მეორე ადგილზე უკიდურესი მემარჯვენეები არიან, ხოლო მესამეზე კი მმართველი სოციალ-დემოკრატები, რომელთა რეიტინგიც ბოლო საარჩევნო კამპანიის შემდეგ, შედარებით გამოსწორდა.

საფრანგეთში, პრეზიდენტ მაკრონის მხარეს ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხება ემუქრება. იტალიაში, პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის მემარჯვენეთა პარტიას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. მისი პარტია FDL ევროპული კონსერვატიული პარტიის წევრია.

„ევროპის სახალხო პარტიას“ გერმანიის შემდეგ, ყველაზე დიდი რეიტინგი ესპანეთში აქვს. პოლონეთში ვითარება სხვა ქვეყნებთან შედარებით განსხვავებულია. აქ მემარცხენე მხარე თითქმის არ არსებობს. ევროპის ამ ერთ-ერთ ცენტრალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ დონალ ტუსკის კოალიცია და “ევროპის სახალხო პარტია“ ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან.

ევროპული არჩევნების ოფიციალური პირველადი შედეგები 9 ივნისს გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend