მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის პარტიები საერთო სამხედრო ძალის შექმნაზე საუბრობენ

ევროკავშირის პარტიები საერთო სამხედრო ძალის შექმნაზე საუბრობენ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, ევროკავშირი იძულებული გახდა კრიტიკული თვალით შეეხედა საკუთარი თავდაცვის სისტემებისთვის.

ეს არის პირველი ომი ევროპის საზღვრებში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ და ამასთან ერთად მსოფლიოს გარშემო არსებული სხვა კონფლიქტებიც უბიძგებს ბლოკს, რომ გადახედოს საკუთარ თავდაცვის მექანიზმს.

ევროკავშირის მოქალაქეებს ეშინიათ, რომ ომი უკრაინაში შეიძლება არ აღმოჩნდეს ერთადერთი კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე და ამასთან ერთად ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში აშშ ვერ უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას. რის გამოც, ბლოკს შესაძლოა დასჭირდეს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა.

შესაბამისად, ევროკავშირის პარტიებმა მათ მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ამ საკითხს. სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა მოლოდინი და მექანიზმი აქვს აღწერილი, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ყველა პარტია მიიჩნევს, რომ ევროპაში მშვიდობას საფრთხე ემუქრება.

„ევროპის სახალხო პარტიის” პროგრამის თანახმად, რომელიც დიდი ალბათობით განიმტკიცებს საკუთარ უმრავლესობას ევროპარლამენტში, ნატო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ ჩამოაყალიბეს ერთგვარი გზამკვლევი, ევროპული სამხედრო ძალების შესაქმნელად, რომელიც ნატოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს და დაეხმარება წევრი სახელმწიფოების ჯარებს საჭიროების შემთხვევაში და ექნება სწრაფად განლაგების შესაძლებლობა.

ევროპელი სოციალისტებისთვის მთავარი პრიორიტეტი არის წარმოების გაძლიერება მიზნობრივი ინვესტიციების გზით. მათი აზრით, საერთო საბრძოლო ტექნიკის წარმოება იქნებოდა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისთვის და ნატოც კვლავ საიმედო პარტნიორად რჩება. სასურველია მეტი კოორდინაცია წევრი ქვეყნების ჯარებს შორის.

პარტია „განაახლე ევროპა” პირდაპირ არ ახსენებს საერთო არმიის შექმნის აუცილებლობას, თუმცა ამბობენ, რომ ბლოკმა უნდა გააძლიეროს თავდაცვის სისტემა, რათა გაძლიერდეს ევროპაც და ნატოც.

კონსერვატორებისა და რეფორმისტების თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო ევროკავშირს მოეთხოვება, რომ გააგრძელოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. ამასთან ერთად აუცილებელია ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერება, აუცილებელია, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი ფინანსები დახარჯონ საკუთარ თავდაცვით სისტემებზე, თუმცა საერთო ჯარის შექმნაზე საუბარი არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend