ბოლოდროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სლოვაკეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიმართ დაუცველია.
მაგალითად, ჩეხეთის მოსახლეობის 45% ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცა 2024 წლის პირველ ნახევარში – ინფორმაციას ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს.
ეს მაჩვენებელი კი სლოვაკეთში კიდევ უფრო მაღალი, 58%-ია. ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში სლოვაკეთში მოქალაქეები საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროპარლა„მენტის არჩევნების წინ დეზინფორმაციის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.