საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.
გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ნაკრების საქომაგოდ გერმანიაში ჩასვლას ვერ ახერხებს, საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული ეკრანებიდან უფასოდ შეეძლება.
სტადიონზე რამდენიმე მონიტორი განთავსდება, შესაბამისად, ტრიბუნაზე მისული მაყურებელი მატჩის ყურებას ყველა მხრიდან შეძლებს. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საკვები ობიექტიც იმუშავებს.