მთავარიმსოფლიოახალმა ზელანდიამ ახალი კალედონიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო

ახალმა ზელანდიამ ახალი კალედონიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო

ახალი ზელანდიის მოქალაქეთა ნაწილმა ახალი კალედონია გუშინ, 21 მაისის, ღამეს დატოვა. ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში მიმავალი კიდევ ერთი თვითმფრინავი ახალ კალედონიას დღეს ტოვებს. ხვალ, 23 მაისს, ახალ კალედონიაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩასვლას ელიან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიემგზავრება ახალ კალედონიაში, ორლის აეროპორტი, პარიზი, საფრანგეთი, 21 მაისი, 2024 წელი Copyright Ludovic Marin/Pool Photo via AP

არეულობა ახალ კალედონიაში 13 მაისს დაიწყო. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი. 13 მაისიდან დღემდე შეიარაღებული შეტაკებების, ძარცვისა და ხანძრის გამო დაშავდა ასობით ადამიანი. პროტესტი მოჰყვა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, რომელიც ახალი კალედონიის ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცვლილება პროფრანგი პოლიტიკოსებისთვის იქნება ხელსაყრელი და ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლების, კანაკების მარგინალიზებას შეუწყობს ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend