ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით დრონი და ათეულობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, ისრაელმა მათკენ გაშვებული 300-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.
Israelis’ reality in the last hours: pic.twitter.com/VXeHM8WqJi
— Israel Defense Forces (@IDF) April 14, 2024
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, თავდაცვის ოპერაციაში ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამხედრო ძალები.
ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
Prime Minister Benjamin Netanyahu is currently convening the War Cabinet, at the Kirya in Tel Aviv. pic.twitter.com/f9V6xhuKoe
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) April 13, 2024
ირანში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი 1-ელ აპრილს დამასკოში ირანის საელჩოს მახლობლად განხორციელებულ ავიაიერიშზე, რომელსაც “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” 7 წევრი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის მეთაურებიც.
The malicious Zionist regime will be punished pic.twitter.com/2miQi2JoiI
— Khamenei.ir (@khamenei_ir) April 13, 2024
ირანის მიერ ისრაელზე მოსალოდნელ თავდასხმაზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც და ირანს მოუწოდა, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადაედგა.
ჯო ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე მოიწვია დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები, ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხო ზომების შესათანხმებლად.