მთავარიევროპასერბეთისერბეთი საფრანგეთისგან 3 მილიარდი ევროს ღირებულების 12 სამხედრო თვითმფრინავს შეიძენს

სერბეთი საფრანგეთისგან 3 მილიარდი ევროს ღირებულების 12 სამხედრო თვითმფრინავს შეიძენს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი პარიზში ვიზიტით იმყოფებოდა. ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების ,,რაფალის“ შესყიდვის შესახებ ინოვაციური გარიგება, ფაქტობრივად, შემდგარია.

ალექსანდარ ვუჩიჩმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ 12 ფრანგული თვითმფრინავის შეძენის საკითხი განიხილეს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კონტრაქტი ორ თვეში გაფორმდება.

„რაფალის“ შეთანხმება მიანიშნებს იმას, რომ ბელგრადი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის სამხედრო პარტნიორია, ნელ-ნელა ცვლის სტრატეგიას დასავლეთისკენ. ორდღიანი ვიზიტის დროს ვუჩიჩმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სერბეთ-კოსოვოს სამშვიდობო პროცესის შეფერხებასა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ისაუბრა.

სერბული მედიის ცნობით, სერბეთს საფრანგეთიდან მოიერიშე თვითმფრინავების შესაძენად 3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend