სამხრეთ ღაზიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანა არ ნიშნავს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას.
ისრაელის უმაღლესი რანგის სამხედრო ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მებრძოლები ახლა მომდევნო მისიებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საკითხი.
ცოტა ხნით ადრე ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ისრაელის საელჩოები აღარ არის უსაფრთხო. ამასთან დაკავშირებით ისრაელის გაერთიანებული შტაბის უფროსი ირანს აფრთხილებს და ამბობს, რომ ისრაელმა კარგად იცის, როგორ გაუმკლავდეს მას.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, „ჰამასმა“, როგორც სამხედრო ორგანიზაციამ, შეწყვიტა არსებობა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე.
ისრაელელი მებრძოლები გამოდიან ხან-იუნისიდან, რათა მოემზადონ მომდევნო ოპერაციებისთვის. იოავ გალანტი ამბობს, რომ ასეთი მისიები უკვე ჩატარდა შიფას ოპერაციის ფარგლებში და ის რაფაჰის არეალშიც გავრცელდება.
Another phase of the Northern Command’s readiness for war was completed, centering on operational emergency storages for a broad mobilization of reservist and regular troops when required.
This will enable the forces’ arrival at the front line in a short period of time for… pic.twitter.com/tVbwGdVYOG
— Israel Defense Forces (@IDF) April 7, 2024
დღის წესრიგიდან ასევე არ მოხსნილა სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი. მსოფლიო საზოგადოება ეჭვობდა, რომ შეთავაზებებზე „ჰამასის“ უარის შემდეგ ისრაელი აღარ გააგრძელებდა მოლაპარაკებებს. თუმცა კვირას ისრაელის ომის კაბინეტმა კაიროში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის გუნდი კიდევ უფრო მეტად გააფართოვა.
ამავდროულად, როგორც ჩანს, ისრაელი ხელს უწყობს, უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება.
ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში უკვე შევიდა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 332 მანქანა. მსგავსი მაჩვენებელი იყო ომის დაწყების დროსაც.