მთავარისაქართველო„უარი არაბულ ქალაქებს” - აქცია რუსთაველზე

„უარი არაბულ ქალაქებს” – აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე, სადაც Eagle Hills-ის ოფისი მდებარეობს, დღეს მოქალაქეები საპროტესტო გზავნილებით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები არაბულ საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. აქციას შეუერთდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც პარლამენტის წინ, უკვე ერთ წელზე მეტია, უწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ.

აქციის ორგანიზატორია ოთხი გაერთიანება – „სართული”, „ქართული რესპუბლიკა”, „ეროვნული თანხმობა” და „სამოქალაქო თანხმობა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend