მთავარიაზიაისრაელიაშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ შეცვლის პოლიტიკას, თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებას არ...

აშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ შეცვლის პოლიტიკას, თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებას არ მოაგვარებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ამერიკის პოლიტიკა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ შეიცვალოს, თუ ისინი არ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების მოსაგვარებლად.

კერძოდ, თეთრი სახლი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და  ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად დამატებითი სახმელეთო გადასასვლელების გახსნას მოითხოვს.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი – Copyight AP

ბაიდენისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმები და ზოგადად არსებული ჰუმანიტარული ვითარება მიუღებელია.  

პრეზიდენტმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, კრიზისის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატაროს შესაბამისი ზომები. პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ღაზასთან მიმართებაში დამოკიდებული იქნება ისრაელის ქმედებებზე.

ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ  შედგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ისრაელი  ჰუმანიტარულ კოლონას დაესხა თავს. როგორც ცნობილია,  თავდასხმას რამდენიმე ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები.

4 აპრილს ისრაელელმა სამხედროებმა განუცხადეს, რომ ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება  ცნობილი.  როგორც ვარაუდობენ, ისრაელის ძალებმა ღამით ვერ დაინახეს  კოლონა და  შეცდომით მიიტანეს იერიში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend