მთავარიაზიაიაპონიაიაპონური რაკეტა H3

იაპონური რაკეტა H3

იაპონიის კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ მათი ახალი რაკეტა სახელად H3 გასულ თვეში პირველი წარმატებული ფრენის შემდეგ მზარდ და კონკურენტულ ბაზარზე ილონ მასკის Space X-ს დიდ კონკურენციას გაუწევს. H3-ს თავის წინამორბედთან შედარებით ბევრად დიდი ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. რაკეტა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში ახალი ფრენისთვის ემზადება. მისი სიგრძე 57 მეტრი იქნება. H3-ის გაშვება იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს დაახლოებით 33 მილიონი დოლარი უჯდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს თანხა საკმაოდ დიდია, მომდევნო ფრენა კი შედარებით იაფი დაჯდება.

,,ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ რაკეტა გავაუმჯობესოთ. ჩვენ ამ ბიზნესს კომერციულად არ ვახორციელებთ, კოსმოსში იაპონიის სახელით ეროვნული ფლაგმანებს ვუშვებთ, რაც ქვეყანას განვითარებაში ეხმარება. უახლოეს მომავალში გვინდა, რომ რაკეტების რაოდენობა ექვსამდე გავზარდოთ. ვფიქრობთ, რომ სულ მალე Space X-ის მთავარი კონკურენტები გავხდებით’’, -ამბობს მაიუკი ნიიცუ, H3 რაკეტის პროექტის მენეჯერი.

“ახლანდელ ბაზარზე რაკეტების ძალიან დიდი მოთხოვნაა, მათი რაოდენობა არასაკმარისიც კია. უამრავია ისეთი ქვეყანა, რომლებსაც რაკეტა საერთოდ არ აქვს და არც გააჩნიათ მისი აგებისა და გაშვების შესაბამისი ფინანსები. ამ წუთისთვის ბაზარზე Space X-ს უჭირავს მონოპოლია, მაგრამ ჩვენ მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ვართ”,-ამბობს მასაში ოკადა, H3 რაკეტის პროექტის მენეჯერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend