მთავარიაზიაღაზაღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კატარში გაიმართება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კატარში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს თავის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ლინდა თომას გრინფილდი, შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში, მოითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად გაიტანონ რეზოლუცია კენჭისყრაზე,

შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში ლინდა თომას გრინფილდი – AP

ბოლო დროს შეერთებული შტატები აძლიერებს როგორც დიპლომატიურ ძალისხმევას, ისე ზეწოლას ისრაელზე. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამშვიდობო გეგმისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად ახლო აღმოსავლეთშია.

საუდის არაბეთისა და ეგვიპტის შემდეგ იგი ნეთანიაჰუსთან შესახვედრად ისრაელში ჩასვლას გეგმავს.

ენტონი ბლინკენის თქმით, რაფაჰში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება შეცდომა იქნება. შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს არ იქნება საუკეთესო საშუალება „ჰამასის“ დასამარცხებლად.

ენტონი ბლინკენი დასძენს, რომ მომავალ კვირას მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისრაელელ კოლეგებს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები. მათი მიზანი პრობლემის სხვა გზით მოგვარებაა.

ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლო დაზავებასთან დაკავშირებულ დეტალებს დღეს დოჰაში განიხილავენ.

შეერთებული შტატებისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები კატარში ჩავლენ, რათა განახლდეს არაერთხელ გადადებული ე.წ. ეგვიპტე-ისრაელი-ამერიკის ფორმატი.

გაერო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები კი კვლავ  გამოხატავენ შეშფოთებას  და მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებენ  ღაზაში მოახლოებული შიმშილის შესახებ. გუშინ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა  ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჰაერო და საზღვაო მარშრუტების ზრდაზე. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ დამატებითი სახმელეთო გადასასვლელების გახსნით იქნება შესაძლებელი შიმშილის თავიდან აცილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend