მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნის მიზეზით საპროტესტო აქციებია

საბერძნეთში კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნის მიზეზით საპროტესტო აქციებია

საბერძნეთის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, საპროტესტო გამოსვლებია. უკმაყოფილების მიზეზი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნას გულისხმობს.

ვიდრე საპროტესტო გამოსვლები ქუჩებში გადაინაცვლებდა, სტუდენტები და მოქალაქეები სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების შენობებში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას.

სტუდენტებისა და პოლიციის შეტაკება პარლამენტის წინ, ათენი, საბერძნეთი. 8 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Thanassis Stavrakis

კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნა განათლების სფეროს გარდა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რაც თავის მხრივ ქვეყნიდან წასულთა ნებაყოფლობით რეპატრიაციას მოიტანდა. ამჟამად, საბერძნეთში 650 ათასი სტუდენტია, 40 ათასი კი საზღვარგარეთ იღებს განათლებას.

კირიაკოს მიტსოტაკისის მთავრობა ქვეყანაში ბევრ ფუნდამენტურ რეფორმას ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი სახელმწიფო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. კიდევ ერთი რეფორმა საარჩევნო საკითხებს ეხება და გულისხმობს ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემას საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend