მთავარიაზიაღაზაცენტრალურ ღაზაში ისრაელის მიერ მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ღაზაში ისრაელის მიერ მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

გასულ ღამეს ცენტრალურ ღაზაში დეირ-ელ-ბალაჰზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ჭურვი ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკს მოხვდა.

გარდაცვლილები, რომელთა შორის ოთხი ქალი იყო, ალ-აქსას საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში.

ამავდროულად, გაეროში პალესტინის ელჩი რიად მანსური პალესტინელ-ამერიკელებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა, რათა მათთვის ღაზის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა გაეცნო.

ექიმ იმად ალ-ტამიმს, რომელიც ღაზაში იმყოფებოდა, ბევრ სხვადასხვა მისიაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე საშინელი და შემზარავი ტრაგედია იყო მის ცხოვრებაში. იგი თვლის, რომ ყველამ უნდა გამოიჩინოს ჰუმანურობა და რამე მოიმოქმედოს, რათა შეჩერდეს ეს სისასტიკე.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 700-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ბავშვი და ქალია. დაჭრილია 72 000-ზე მეტი ადამიანი.

8000-ზე მეტს კი ამ დრომდე ეძებენ და, როგორც ვარაუდობენ, ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილი. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დაკარგულთა შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება რთულია იქ არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend