მთავარიმსოფლიოევროპამაკრონი კვლავ საუბრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე

მაკრონი კვლავ საუბრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები განიხილავდნენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას.

ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე ლიდერმა ღიად აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა არ განიხილება. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ყოველი სიტყვა უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით იყო აწონ-დაწონილი, გააზრებული და გაზომილი.

ორშაბათს ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ “არ იყო კონსენსუსი” უკრაინაში სახმელეთო ჯარების “ოფიციალური წესით” გაგზავნაზე, მაგრამ “არაფერი იყო გამორიცხული”.

უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის პერსპექტივა უარყვეს ნატოს სხვა წევრებმა, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, თუმცა ეს ინფორმაცია არ უარყვიათ ესტონეთსა და ლიეტუვაში.

გუშინ კი ვლადიმერ პუტინი დაემუქრა დასავლელ ლიდერებს, რომ უკრაინაში მათი მხრიდან ჯარების გაგზავნა წარმოუდგენელ შედეგებს გამოიწვევდა.

პუტინმა თქვა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზეც შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend