კატეგორიები

პოპ-ჯგუფი “Take That” და დოკუმენტური ფილმი „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

პოპ-ჯგუფი “Take That” და  დოკუმენტური ფილმი „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“ -  სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
გამოფენა, რომელიც ფსიქოტროპული ნივთიერებების ისტორიას ეძღვნება, მამაკაცთა პოპ-ჯგუფის Take That-ის დაბრუნება და დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერასაც წელს ყველაზე მეტად ელოდნენ — აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის  მთავარი პრემიერების აფიშა.

ბოლოს და ბოლოს  დადგა კვირა, როდესაც „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“  („You Can See Everything“) - რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ნეითან ფილდერისა და ლენს ოპენჰაიმის დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც დიდი მოუთმენლობით ელოდა საზოგადოება. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ამერიკელ თაღლითისქ და მსჯავრდებულის, ელიზაბეტ ჰოლმსის ცხოვრებაზე. ფილმის სარეკლამო რგოლის გამოსვლის შემდეგ  უკვე უამრავი „მიმი“ გაჩნდა, ევროპაში პრემიერის გადადების გამო კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ფილმის სიუჟეტის შესახებ  ინფორმაციის წინასწარ გავრცელება. თუმცა კინომოყვარულთა პლატფორმა Letterboxd-ზე მაინც ვრცელდება ხმები, რომ ფილმი სამ საათს გრძელდება და სავსეა მოულოდნელობებით. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ფილმი 20 ნოემბერს გამოდის, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში კი მაყურებელს, სამწუხაროდ, დეკემბრის ბოლომდე მოუწევს ლოდინი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლავთ პარიზის „ადამიანის მუზეუმის“ (Musée de l'Homme) გამოფენა, რომელიც ეძღვნება ისეთ  ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ტვინზე გავლენას ახდენს. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების წარმოშობის, მათი მოქმედებისა და ისტორიული კონტექსტის შემსწავლელი მასალა, რომელიც  ცდილობს, მოხსნას  ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულება და გადააფასოს მათი როლი კულტურასა და საზოგადოებაში.
უფრო დაწვრილებით ჩვენი რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

„კოზიმო I  მედიჩი: ხელოვნება და დინასტია“

როდის: 2026 წლის 18 ნოემბერი – 2027 წლის 21 მარტი

სად: მუზუემი „უოლესის კოლექცია“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

მუზეუმ „უოლესის კოლექციის“ (The Wallace Collection) ახალი გამოფენა, რომელიც ხუთ მნიშვნელოვან ისტორიულ ექსპონატს მოიცავს, ტოსკანის პირველი დიდი ჰერცოგის, კოზიმო I-ლი დე მედიჩის სამყაროს წარმოგვიდგენს. იგი იტალიური კულტურის საკვანძო ფიგურად იქცა, რომლის სახელსაც უკავშირდება, როგორც ფლორენციაში მდებარე პიტის სასახლის გაფართოება, ისე მანიერიზმის ეპოქის დიდოსტატი მხატვრების დაქირავება, მათ შორის ანიოლო ბრონზინოსიც. კოზიმო I-ლი ხელოვნებასა და ხელოსნობას საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გასამყარებლად იყენებდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ამას ნათლად ადასტურებს; მათ შორისაა 1574 წლით დათარიღებული 70-სანტიმეტრის სიმაღლის მქონე მაიოლიკის ტექნიკით დამზადებული ღვინის გასაციებელი ჭურჭელი და ლომისთავიანი სადარბაზო ხანჯალი. დეტალები იხილეთ აქ Find out more here.

ნარკოტიკული ნივთიერებები

როდის: 2026 წლის 18 ნოემბერი – 2027 წლის 6 ივნისი

სად: „ადამიანის მუზეუმი“ (Musée de l'Homme) (პარიზი, საფრანგეთი)

სიტყვა „ნარკოტიკი“ ტაბუსთან ასოცირდება და ხშირად იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ გართობის მიზნით მოიხმარენ. თუმცა, ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალური ბუნება ბევრად უფრო მრავალმხრივი და რთულია — სწორედ ამის ახსნას ეძღვნება ახალი გამოფენა, რომელსაც  „ადამიანის მუზეუმი“ (Musée de l'Homme) მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარებაში მიღებულ ნივთიერებებს (მაგალითად, კოფეინს), ისე ოპიუმის ისტორიულ ფლაკონებსა და  ფისქოტროპული თვისებების მქონე მცენარეების ნიმუშებს - რომლებიც ეძღვნება კაცობრობის მთელი ისტორიის მანძილზე ნარკოტიკული ნივთიერებების სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური გავლენის კვლევას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკითხის გადააზრებასა და საზოგადოების ინფორმირებას.

დამატებითი ღონისძიება: „Un Soir au Temps des Lumières“ („საღამო განმანათლებლობის ეპოქაში“) — ღონისძიება, რომელსაც „ლუმიერის ინსტიტუტის“ (Institut Lumière) დირექტორი ტიერი ფრემო მასპინძლობს. ეს საზეიმო საღამო, რომელიც  ლიონში (საფრანგეთი) კინემატოგრაფის გამოგონებას ეძღვნება, გაიმართება 19 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, Théâtre Antoine Riboud-ში.

ფილმები

„შეგიძლია დაინახო ყველაფერი“  („You Can See Everything“)

სად: კინოთეატრები

როდის: 20 ნოემბერი

ალბათ სულ რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმმა თუ გამოიწვია ისეთი დიდი აჟიოტაჟი, როგორიც დოკუმენტურმა ფილმმა „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“,  რომლის პრემიერაც სექტემბერში ტელურაიდის კინოფესტივალზე შედგა და რომელიც ბოლოს და ბოლოს მთელი ევროპის ეკრანებზეც გამოვა.

ფილმის რეჟისორები არიან ლენს ოპენჰაიმი (Primetime-ის ავტორი) და კომედიური კინოს გენიოსი ნეითან ფილდერი (The Curse, The Rehearsal-ის ავტორი). ამ თითქმის 3-საათიან ფილმს  ელიზაბეტ ჰოლმსის სამყაროში შევყავართ, რომელიც გადაღებულია მის დაპატიმრებამდე რამდენიმე კვირით ადრე: ელიზააბეტ ჰოლმსი დააპატიმრეს მისი სისხლის ანალიზის სექტორში მოქმედი კომპანიის „Theranos“-ის ინვესტორების მოტყუებისთვის. თუმცა ფილმი ბევრად მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიურად დაძაბული  შავი კომედიური ჟანრის გამოძიება,  რომელიც ოსტატურად გიცრუებთ მოლოდინს.

დამატებითი მომენტები: მაჰერშალა ალი ასრულებს რელიგიური მკვლელის როლს, რომლის მისიაა დაიცვას თავისი ოჯახი ფილმში „Your Mother Your Mother your Mother“, რომელიც დიდ ბრიტანეთში 20 ნოემბერს გამოვა.

სატელევიზიო სერიალი

„Yellowjackets“ (მე-4 სეზონი)

სად: Paramount+

როდის: 20 ნოემბერი

ემის დაჯილდოების ნომინაციაზე წარდგენილი საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც 1996 წელს ავიაკატასტროფას გადარჩენილი სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდის შესახებ მოგვითხრობს, მეოთხე და დასკვნითი სეზონით ბრუნდება. სიუჟეტი წარსულსა და აწმყოს შორის მონაცვლეობს, როლებს ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯულიეტ ლუისი, მელანი ლინსკი და კრისტინა რიჩი. ახალი ეპიზოდები მოგვითხრობს გოგონების გადარჩენისა და საზოგადოებაში მათი რთული, მაგრამ საბოლოო დაბრუნების ამბავს. თუმცა 25 წლის წინანდელი საზარელი თავგადასავალი კვლავ ხდება კონფლიქტების მიზეზი, რაც პერსონაჟების დაძაბულობას ამძაფრებს. მსახიობთა დასს ახალა სეზონზე შეუერთდნენ მოლი რინგუოლდი და ერიკ შტოლცი.

დამატებითი სიახლე: 19 ნოემბერს Netflix-ზე შედგება ახალი ბიოგრაფიული დრამის — „The Altruists“-ის პრემიერია, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის აღზევებისა და დაცემის ამბავს მოგვითხრობს.

მუსიკა

Take That: Dreamers

როდის: 20 ნოემბერი

არ ვიცით, სამუდამოდ დაბრუნდა თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე — ნამდვილად დაბრუნდა ბრიტანული ბოიბენდი „Take That“-ი, რომელიც ამ კვირაში თავის მე-10 სტუდიურ ალბომს — „Dreamers“-ს უშვებს. ალბომი ჯგუფის თავდაპირველი ხუთეულიდან სამმა წევრმა — გერი ბარლოუმ, მარკ ოუენმა და ჰოვარდ დონალდმა — ჩაწერა. ეს ნამუშევარი ჯგუფისთვის დამახასიათებელ ენერგიულ და პოზიტიურ პოპ-მუსიკას უბრუნდება. ალბომი სიყვარულისა და იმედის თემატიკას ეხება და ზუსტად ისეთი „სიცოცხლით სავსე“ მუსიკაა, რომელიც წლის ბოლოს დამახასიათებელი გადაღლილობისა და საკუთარი თავის სხვებთან შედარებით გამოწვეული სტრესის დასაძლევად გამოგადგებათ.

დამატებითი რეკომენდაცია: თუ ეძებთ მრავალფეროვან და კინემატოგრაფიულ, რეტრო სტილის მუსიკას, ყურადღება მიაქციეთ ლონდონელ ჯგუფს — „Los Bitchos“, რომელმაც ახლახან მესამე ალბომი, „Los Bitchos & Friends Vol 1“, გამოუშვა.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
პოპ-ჯგუფი “Take That” და დოკუმენტური ფილმი „შეგიძლია დაინახო ყველაფერი“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში რობერტ პატინსონი შემდეგ ჯეიმს ბონდად დასახელდა