კატეგორიები

ჰაერის დაბინძურების ზრდა უარყოფითად აისახება თქვენს ძილზე

ჰაერის დაბინძურების ზრდა უარყოფითად აისახება თქვენს ძილზე
Copyright AP Photo

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბალი ხარისხი შეიძლება გახდეს სასუნთქი გზების პრობლემების მიზეზი დაბინძურების იმ დონეზეც კი, რომელიც აქამდე უსაფრთხოდ მიიჩნეოდა და ეს  შედარებით სუფთა გარემოშიც ხდება, რადგან ადამიანის სასუნთქი სისტემა უკიდურესად მგრძნობიარეა მოკლე დროში წვრილდისპერსიული ნაწილაკების დონის  ცვლილებების მიმართ.

დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის, ჩინეთის ცინხუას უნივერსიტეტისა და კომპანია Sleep Cycle-ის მკვლევრებმა გააანალიზეს Sleep Cycle-ის აპლიკაციის დაახლოებით 100 000 მომხმარებლის ხველის ხმა; კვლევა 500 დღის განმავლობაში 12 ქვეყნის 32 ქალაქში მიმდინარეობდა.

სასუნთქი გზების მყისიერი გაღიზიანების გარდა, ღამის ხველა არღვევს ძილსაც, რაც ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედებას შესაძლოა უფრო ფართო სისტემურ შედეგებთან აკავშირებდეს.

კვლევაში ჩართულ ევროპულ ქალაქებს შორის წვრილდისპერსიული ნაწილაკების საშუალო დღიური კონცენტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფინეთში, კერძოდ, უფსალაში გამოვლინდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი იტალიაში, კერძოდ ბერგამოში.

დაკავშირებული ამბები
ჰაერის დაბინძურების ზრდა უარყოფითად აისახება თქვენს ძილზე მძიმე სასკოლო ჩანთის ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს