კატეგორიები

დონალდ ტრამპი სეულთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „მნიშვნელოვნად ამცირებს“

დონალდ ტრამპი სეულთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „მნიშვნელოვნად ამცირებს“
Copyright AP Photo

ამერიკის შეერთებული შტატების პეზიდენტმა პენტაგონს სამხრეთ კორეასთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მნიშვნელოვნად შემცირება“ დაავალა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სეულმა ირანის წინააღმდეგ ომში მოკავშირის დახმარებაზე უარი თქვა. მანვე ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგ ურთიერთობასაც“.

ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტი განმარტავს, რომ მისი უკმაყოფილება სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით სწორედ კიმ ჩენ ინთან მისი ურთიერთობით არის გამოწვეული. ამასთან, დონალდ ამბობს, რომ ეს წვრთნები ძვირია და თანაც ჩრდილოეთ კორეას არასწორ სიგნალებს უგზავნის.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას დათანხმდა. ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება, თანაც ხარჯების დიდ ნაწილს, როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები იხდის, არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალსაც  აგზავნის იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დონალდ  ტრამპის პრეზიდენტობისას საფრთხის შემცველი არ ყოფილა და პატივისცემით იქცეოდა. ამიტომ, და იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმება უკვე გვიანია, ომის მდივან პიტ ჰეგსეთს დავავალე, მნიშვნელოვნად შეამციროს ერთობლივი სამხედრო წვრთნები! შესაძლოა ამასთან კავშირში არ არის (?), მაგრამ ცოტა ხნის წინ  სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა ჩვენთან ერთად ჩართულიყვნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული განიარაღების პროცესში, რაზეც მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მხრიდან მოკავშირის წინააღმდეგ წასვლისა და იმ ლიდერის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯის კიდევ ერთი მაგალითია, რომელსაც მისი წინამორბედები მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ნატოს მოკავშირეებსაც მკაცრად აკრიტიკებდნენ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო.

ეს მკვეთრი ცვლილებაა იმ დამოკიდებულებასთან შედარებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ბოლო თვეებში სამხრეთ კორეის მიმართ ჰქონდა. მაისში ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის დიდი ხნის მოკავშირე „თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებისა“ და „კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებაში ლიდერობისთვის“ შეაქო.

11-დღიანი სამხედრო წვრთნების მიზანი, რომელშიც 18000 სამხრეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნიის გაძლიერებაა.

ეს წვრთნები სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ორი ძირითადი ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო სწავლებიდან ერთ-ერთია.

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა 2019 წლის მოოლაპარაკებებში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და სარაკეტო არსენალის გაფართოებას აქტიურად ცდილობს. ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სავარაუდოდ მიაჩნია, რომ უფრო დიდი არსენალი მომავალ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული სტატებისგან მეტ დათმობას მიაღებინებს.

პარასკევს ფხენიანი ვაშინგტონისა და სეულის წინააღმდეგ მკაცრი ზომებით დაიმუქრა და მათი სამხედრო წვრთნები „აგრესიული ომისთვის რეპეტიციად“ შეაფასა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განსახილველად სამჯერ შეხვდა - ბოლოს 2019 წელს. ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა ამ მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ ინტერესი არაერთხელ გამოხატა.

გასული წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ტრამპზე „კარგი პირადი მოგონებები“ ჰქონდა და მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლებას შესაძლოა დასთანხმებოდა, თუკი ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე აიღებდა ხელს.

დოლნალ ტრამპი სამხეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეწყვეტას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2018 წელს სინგაპურში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგაც ცდილობდა. მაშინ მან წვრთნებს „პროვოკაციული“ უწოდა და ბირთვულ მოლაპარაკებებში „კარგ პროგრესის“ შესახებ განაცხადა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი სეულთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „მნიშვნელოვნად ამცირებს“ ტრამპის დილემა ირანთან დაკავშირებით