კატეგორიები

უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება

უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება
Copyright AP Photo

უკრაინას პეტრიოტის ტიპის ანტი-საჰაერო სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების 5% ესაჭიროება, თუმცა ამჟამად შტატებისგან მხოლოდ 1 % აქვს მიღებული. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსული იერიშები უკრაინის ქალაქებზე გრძელდება და ქვეყნის საჰაერო თავდაცვას ყოველდღიურ  გამოწვევებს უქმნის.

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს მოუწოდებს ამ შეიარაღების მარაგიდან გარკვეული რაოდენობა უკრაინას გადასცეს. CNN-ის კითხვაზე უპასუხა თუ არა პენტაგონმა ამ მოთხოვნას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა,რომ არსებობს საკითხები,რომლებზეც ვერ ისაუბრებს.

„წელს ჩვენ ორნახევარჯერ ნაკლები რაკეტსაწინააღმდეგო შეიარაღება გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთს კი თვეში ორჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა.ჩვენ ბალისტიკურ რაკეტებში ამერიკელებს 100%-ით ვუხდით. აშშ-ისგან პაკეტს ვიღებთ და ამის შემდეგ იწყება ჩემი პირადი ჩართულობა. სხვაგვარად ეს არ მუშაობს. ეს არის ჩემი ყოველდღიური პირადი მოლაპარაკებები, შეხვედრები და სატელეფონო ზარები. ვცდილობ, რაღაც შევთავაზო რაკეტების სანაცვლოდ.მე ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, რომ მათ მარაგში არსებული რაკეტების 5% მოგვყიდონ. თუ ამერიკელები მოგვყიდიან PAC-3-ის ტიპის მომგერიებელ რაკეტების 5%-ს, სხვას არაფერს, ჩვენ ზამთარს გავუმკლავდებით და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ.თუ მათ შეუძლიათ  მოგვყიდონ 10%, ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. დღეს კი მე მხოლოდ 1% მაქვს“- აღნიშნა CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი მოთხოვნები კიევმა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთმა ქვეყნის დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების წინააღმდეგ იერიშები სულ უფრო ინტესნიური გახადა, მასობროვმა იერიშებმა კი გაზარდა მსხვერლპლის რიცხვი. ბოლო ასეთი დარტყმისას თვის დასაწყისში უკრაინის ტავდცავის ძალებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება ვერ შეძლეს,  საუბარია აგრესორის მიერ გასვებულ 28 რაკეტაზე.

ბალისტიკური რაკეტების მოგერიება საკრუიზო რაკეტისა თუ დრონის მოგერიებაზე რთული ამოცანაა, რადგან, მათი სიჩქარე განსხვავებულია. პეტრიოტის სისტემებისთის საჭირო რაკეტების მარაგი უკრაინისთვის მას შემდეგ შემცირდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ომი. ამ  პერიოდში განსაკუთრებული აგრესიით გამოირცეოდა რუსეთის შეიარაღებული ძალები, ბოლო თვეში მათ  უკრაინის წინააღმეგ 450 რაკეტა გამოიყენა, მათგან 200 ბალისტიკური იყო.

დაკავშირებული ამბები
უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება ივლისში უკრაინამ ომში 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა