კატეგორიები

ივლისში უკრაინამ ომში 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა

ივლისში უკრაინამ ომში 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ან/და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ახალ მაქსიმუმს მიაღწია და მიმდინარე წლის ივლისში გადააჭარბა 2022 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებულ ყველა თვიურ მაჩვენებელს.

გაეროს სპეციალური მისიის თანახმად, ომში მყოფი ქვეყნის დანაკარგებმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის, გასულ თვეში, სულ მცირე, 437 შეადგინა, ხოლო 2 610-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, რაც წინა თვეებთან შედარებით 30%-ით მაღალი რიცხვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 70%-ით. ორგანიზაციაში დასძენენ, რომ, შესაძლოა, სტატისტიკური მონაცემები რეალობისგან დიდად განსხვავებული იყოს, რადგან სპეციალური მისია განაგრძობს სადამკვირვებლო საქმიანობას.

ის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თვალსაზრისით, უკრაინა ანტირეკორდს ამყარებს, ქვეყნის პრეზიდენტმაც დაადასტურა და მორიგ ჯერზე მიუთითა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეიარაღების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს უჭირს რუსულ და ჩრდილოკორეულ ბალისტიკასთან გამკლავება, რაც მოსკოვისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი და სწორედ ამით სარგებლობს აგრესორი მხარე.

უკრაინის სხვადასხვა მსხვილი ქალაქი ივლისის თვეში რამდენჯერმე, მასიურად დაიბომბა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, კომბინირებული საჰაერო იერიშების გადატანა, როგორც რაკეტების, ისე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევსა და კიევის ოლქსაც მოუწიათ.

მოსკოვის სამიზნეებად ყველა შემთხვევაში იქცა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კვარტლები, სადაც უკრაინელ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეთა ძებნა, მოხალისეებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ.

დაკავშირებული ამბები
უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება ივლისში უკრაინამ ომში 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა