კატეგორიები

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა
Copyright AP Photo/Aurelien Morissard

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწრვთნელი ახლა უკვე ოფიციალურად საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავკაცია.

„მალე ჩემს სტილს იხილავთ“ - განაცხადა ზინედინ ზიდანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსით გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე და თქვა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი კლუბისგან მიიღო ხელმძღვანელის პოსტის შემოთავაზება, თუმცა არჩევანი მაინც „ლურჯების“ სასარგებლოდ გააკეთა, რითაც დიდი ხნის ოცნება აისრულა.

„ამ ნაკრებს ბავშვობიდან ვიცნობ. ახალგაზრდულ გუნდებში დავიწყე, ყველა საფეხური გავიარე და საბოლოოდ ეროვნულ ნაკრებამდე მივედი, რაც უმაღლესი მწვერვალია. ამაზე მეტი სიტყვებიც აღარ არის საჭირო.

დღეს მომეცა შესაძლებლობა, ვიყო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ყველაფერის გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გუნდი გამარჯვებებს აგრძელებდეს. სწორედ ეს არის ერთადერთი, რაც მამოძრავებს - ვიმუშაო საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის და დავეხმარო მას, კვლავაც გამარჯვებული იყოს“- თქვა ზიდანმა.

4-წლიანი კონტრაქტით, რომელიც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შედის, საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამს ცვლის - კიდევ ერთ ლეგენდარულ მწვრთნელს „ლურჯებისთვის“, რომელმაც 14-წლიანი მენეჯერობის ფარგლებში მათ ისტორიაში მეორედ მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი - 2018 წელს, მომდევნო, კატარში გამართულ მუნდიალზე კი საფრანგეთმა ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, ისევე როგორც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

მოლოდინის, ფავორიტის რანგში, ვარსკვლავური შემადგენლობით ასპარეზობის მიუხედავად, წლევანდელ მუნდიალზე „ლურჯები“ მესამე ადგილისთვის ბრძოლას დასჯერდნენ, თუმცა ინგლისთან ანგარიშით 4-6 დამარცხდნენ და შინ უმედლოდ, მაგრამ დასამახსოვრებელი მომენტებითა და კილიან მბაპეს, როგორც ტურნირისა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაბრუნდნენ.

დაკავშირებული ამბები
ლეგენდარული ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური პლატფორმების გამოყენება აიკრძალა