ეპიდემია მხოლოდ წარსულის მოვლენა არ არის. ის კვლავაც დაატყდება თავს მსოფლიოს. შემდეგი დიდი პანდემია მხოლოდ დროის საკითხია, - მიაჩნია ადრიან ჰილს, ვაქცინების ერთ-ერთ წამყვან მეცნიერსა და 2026 წლის ევროპელი გამომგონებლის პრემიის ლაურეატს კვლევით კატეგორიაში.
„აფეთქებები გაგრძელდება. ისინი ახლა უფრო ხშირად ხდება, ზოგიერთი მათგანის შესახებ ჩვენ არც კი ვიცით. ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემუშავებული ზომებით. მაგრამ ყოველ ათწლეულში არის ერთი, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულად გამოიყურება. რა თქმა უნდა, COVID ამის შესანიშნავი მაგალითია“. - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მალარიის ვაქცინის შემქმნელი, ადრიან ჰილი.
ადრიან ჰილი მიიჩნევს, რომ COVID-ის შემდეგ საზოგადოება ნებისმიერი ახალი პანდემიისთვისაა მზად.
„დღეს ჩვენ უკეთ ვართ მომზადებულები, შევქმნათ ვაქცინები ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მომავალ ან ხუთ წელიწადში გამოჩნდეს. Covid-ისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. რა ვისწავლეთ? ის, რომ ერთ წელიწადში ვაქცინების შექმნა შეგვიძლია. ეს არ ვიცოდით. ვაქცინების ზოგიერთმა დიდმა ექსპერტმა თქვა, რომ ამას წლები დასჭირდებოდა”. აცხადებს ადრიან ჰილი.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ვაქცინების მიმართ გაჩენილი უნდობლობის მიუხედავად, ადრიან ჰილი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საზოგადოების ნდობა თანდათან აღდგება.
„ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ დეზინფორმაციის, ასე ვთქვათ, მკურნალობა, განათლებაა. სინამდვილეში, ადამიანების უმეტესობას ესმის, რომ ვაქცინა მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა, თუნდაც Covid პანდემიისა და ნეგატივისა, რომელიც სხვა ფაქტორებით იყო გამოწვეული და არა უსაფრთხოების სამეცნიერო შეფასებით, ეს შეფასება მუდმივად იცვლება. ასე რომ, ვაქცინები არსად გაქრება”. განაცხადა ადრიან ჰილმა.
ადრიან ჰილს წელს მიენიჭა ევროპელი გამომგონებლის ჯილდო, რომელიც მან სამ ათწლეულზე მეტი ხნის კვლევის შემდეგ მალარიის პირველი მაღალეფექტური ვაქცინის შემუშავებისთვის მიიღო.
