კატეგორიები

ევროპა მოქალაქეებს მორიგი მასშტაბური სითბური ტალღის მოახლოების შესახებ აფრთხილებს

ევროპა მოქალაქეებს მორიგი მასშტაბური სითბური ტალღის მოახლოების შესახებ აფრთხილებს
Copyright AP Photo

ევროკომისია ევროპას  ახალი სითბური ტალღის შესახებ აფრთხილებს

„წელს კვლავ რეკორდი დამყარდა. ივნისში ისტორიულად მაღალი ტემპერატურის შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სითბური ტალღა ახლოვდება“. - განაცხადა ევროკომისარმა თანასწორობის, მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ჰაჯა ლაბიბიმ.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ ივნისის სიცხეს მძიმე შედეგები მოჰყვა: საავადმყოფოები გადატვირთული იყო, დაიხურა სკოლები და განადგურდა მოსავალი.

ივნისის სიცხეს ევროპაში მინიმუმ 3,500 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთმა ივნისის ბოლო კვირაში დამატებით  გარდაცვალების 2,000-ზე მეტი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ კლიმატის  ცვლილების შესასუსტებლად და მასთან ადაპტაციისთვის მკაცრი პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი.

„ჩვენი რეგიონი მსოლფიოში ყველაზე სწრაფად თბება. ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, უდავოდ, სითბური ტალღების, ხანძრებისა და სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენების,  წყალდიდობებისა და გვალვის მთავარი გამომწვევი მიზეზია“. - განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა.

პროფკავშირები ძლიერი სიცხის დროს  მუშაკთა დასაცავად ითხოვენ ახალი ზომების მიღებას, სამუშაო ადგილის თერმულ ლიმიტებს, გაგრილების მიზნით შესვენების უფლებასა და კორექტირებული სამუშაო საათების დაწესებას.

დაკავშირებული ამბები
ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა