პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გეგმავს უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ანკარაში ნატოს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრის დროს განაცხადა. კიევმა არაერთხელ მოითხოვა შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის რაკეტები თავისი ქალაქებისა და ენერგოსისტემის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად.
„ჩვენ მათ ვაჩვენებთ, როგორ აწარმოონ ეს რაკეტები. სინამდვილეში ეს ძალიან რთულია. მაგრამ თქვენ სწრაფად შეძლებთ ამ სირთულეებში გარკვევას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. კომპანია, რომელიც მათ აწარმოებს, ამჟამად ოთხ ქარხანას აშენებს, და იცით, ჩვენი ყველა კომპანია, თუ Patriot-ს შეუკვეთავთ, მიწოდებას ორ-სამ თვეში შეძლებს. ახლა დიდი ხანია საჭირო ლოდინი“. - განაცხადა აშშ-ის პრეზიდნტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინაში ლიცენზირებული წარმოების იდეა თავიდან ააცილებს კრიტიკას, რომ ვაშინგტონი უკრაინას საკმარისად მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებით არ ამარაგებს.
“ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას Patriot-ების წარმოებისთვის. ეს ძალიან კარგია, არა? ამ გზით თქვენ ვეღარ დაიჩივლებთ, რომ მათ საკმარისად არ უზრუნველვყოფთ. მე ვიტყოდი, თავად დაამზადეთ ისინი. ჩვენ ამის შესახებ ჯერ არ გვიცნობებია კომპანიისთვის, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვა. რა თქმა უნდა, ისინი აღფრთოვანებული დარჩებიან“.- განაცხადა აშშ-ის პრეზიდნტმა დონალდ ტრამპმა.
„პეტრიოტებს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ კომპანიები Raytheon-ი და Lockheed Martin-ი.
თუმცა, აშშ-სა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის შედეგად ამჟამად „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების გლობალური მარაგის თითქმის მესამედი ამოწურულია.
