ადგილობრივი ხელისულფების ცნობით, 24 აპრილს, დილით საათებში, რუსულმა ძალებმა სხვადსხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით უკრაინის დედაქალაქ კიევსა და მის მიმდებარედ მასშტაბური იერიში მიიტანეს. დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით კი დაიჭრა.
ორი პირი დაიღუპა უშუალოდ კიევში, დანარჩენი ორი კი მიმდებარე რეგიონებში.
ძლიერმა თავდასხმამ შეარყია შენობები ქალაქის ცენტრში. დაზიანებულია სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები და სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ურკაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა იერიშები იყო სხვა ადგილებშიც, რის შედეგადაც 100-ამდე მოქალაქე დაშავდა.
„საშინელი ღამე იყო. მთელი ომის განმავლობაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. რატომღაც ცოტა უგულებელვყავით განგაში, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ არავინ დაშავებულა და რომ ღამე იყო. დღისით რომ მომხდარიყო, ბევრი ადამიანი დაშავდებოდა, ალბათ ყველა იქ დაიწვებოდა, რადგან ეს ძალიან ძლიერი დარტყმები იყო“. - აცხადებს კიევის მკვიდრი, სვიტლანა ონოფრიჩუკი.
ზიანი მიადგა დედაქალაქის სულ მცირე ცხრა რაიონს. საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობები უკრაინის დედაქალაქში, მათ შორის სამთავრობო და საცხოვრებელ შენობებთან და სკოლებთან ახლოს.
„როცა აფეთქების ხმა გავიგე, ძაღლის გამოსაყავანად გავარდი. მე დერეფანში ვიყავი და მას და ოთახში უნდოდა. აფეთქება ხმა როცა გავიგე ეგრევე მის გამოსაყვანად გავიქეცი. შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა იყო და აფეთქების ტალღის შედეგად მე და ძაღლი უკან დავეცით. ორივე გადავრჩით, მე და ჩემი ძაღლი. ჩემი ბინა კი ნაწილებად დაიშალა“. - აცხადებს კიევის მკვიდრი, ევჰენ ზოსინი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავდასხმის დროს გამოიყენა ბირთვული შესაძლებლობის მქონე რაკეტა „ორეშნიკი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა ეს ინფორმაცია.
„ორეშნიკი“ პირველად უკრაინის ქალაქ დნიპრის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერში გამოიყენეს. მეორედ კი - იანვარში, დასავლეთ ლვივის რეგიონში.
რუსეთმა გააფრთხილა უკრაინა, რომ გარდაუვალ და მკაცრ პასუხს მიიღებდა უკრაინის მიერ სტარობილსკში, სასწავლებლის საერთო საცხოვრებელზე სავარაუდო დარტყმისთვის, რომლის დროსაც, მოსკოვის თქმით, 21 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ განაცხადა, რომ მისი სამიზნე არ ყოფილა მშვიდობიანი მოსახლეობა. მან მხოლოდ სტარობილსკის რაიონში განლაგებული რუსული „რუბიკონის“ დრონების რაზმი დაბომბა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ დაზიანებული ადგილების დაათვალიერების დროს ისაურბრა.
„ჩვენ იერიში მიგვაქვს მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე, რუსეთის სამხედრო ან დრონების წარმოებაზე ან მის ენერგოსექტორზე. როდესაც ისინი ენერგიას ყიდიან, ამით ისინი მხარს უჭერენ თავიანთ არმიას. აქ კი სამოქალაქო სამიზნეებია. მუზეუმები, სკოლები, უბრალოდ ბინები. ჩერნობილის მუზეუმი, რომელიც, სხვათა შორის, 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სულ რაღაც ერთი თვის წინ აშენდა. მათ იცოდნენ, რომ ეს მუზეუმია, ზუსტად მუზეუმს შეუტიეს. ეს უბრალოდ სიგიჟეა“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2022 წელს სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან მოსკოვი უკრაინას თითქმის ყოველდღიურად ესხოდა თავს რაკეტებითა და დრონებით, რაც ხშირად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს.
აშშ-ის ძალისხმევით ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მცდელობა ბოლო დროს შენელდა, რადგან ვაშინგტონის ყურადღება ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზეა გადატანილი.
