პარიზში, სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრში, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
20 მაისს საღამოს დედაქალაქის მე-7 ოლქში მდებარე სენ-დომინიკის სახელობის სახელმწიფო დაწესებულების 16 თანამშრომელს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა.
ჩატარებული ოპერაცია დადებითად შეაფასა პარიზის მერმა, ემანუელ გრეგუარმა, რომელმაც სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამებში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წამოიწყო.
18-დან 68 წლამდე ასაკის ეჭვმიტანილები დაკითხული არიან გაუპატიურებისა და ძალადობის სხვა საკითხებზე.
2026 წლის დასაწყისიდან, უფლებამოსილება შეუჩერდა 78 მუნიციპალურ თანამშრომელს, მათ შორის 31-ს სექსუალური ძალადობის სავარაუდო ბრალდებით.
ინფორმაცია მიმდინარე კვირას გავრცელდა ადგილობრივ გაზეთ Le Parisien-ში, რამაც ვნებთაღელვა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელი, რომელსაც 2025 წელს ბრალი წაუყენეს სამი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე, 2024 წელს უკვე იყო დაკავებული მსგავსი ინციდენტის გამო,
ემანუელ გრეგუარი პირობას დებს, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, გაამკაცრებს დასაქმების პროცედურებს და გააუმჯობესებს პერსონალის მონიტორინგის სისტემას.
