კატეგორიები

აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის სარჩელი სემ ალტმანის წინააღმდეგ

აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის სარჩელი სემ ალტმანის წინააღმდეგ
Copyright AP Photo/Godofredo A. Vásquez

შეერთებული შტატების სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის  სარჩელი სემ ალტმანის OpenAI-სა და მისი წამყვანი მენეჯერების წინააღმდეგ. ილონ მასკი კომპანიას საერთო ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი აზრით,  კომპანია უნდა იყოს არაკომერციული ორგანიზაცია და განავითაროს ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ილონ მასკმა დიდი ხანი მოანდომა სარჩელის შეტანას, რითაც დაირღვა კანონით დადგენილი ვადა. სამკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მათ ვერდიქტის გამოსატანად ორ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.

სასამართლო პროცესმა, რომელიც კალიფორნიაში, კერძოდ, ოკლენდში გაიმართა, ნათლად წარმოაჩინა  სილიკონის ველის ორ მნიშვნელოვან ფიგურას შორის წარმოქნილი უთანხმოება და კომპანია Open AI-ის მუშაობის საწყისი ეტაპი. კომპანიის  ღირებულება თითქმის ტრილიონ დოლარს აღწევს. მისი მიზანია, საწყის ეტაპზევე  გახდეს დიდი რაოდენობით აქციების მფლობელი ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია.

ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ადრეულმა ინვესტორმა, მასკმა,  OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს, სემ ალტმანს, მის პრეზიდენტს, გრეგ ბროკმანსა და Microsoft-ს OpenAI-ის უჩივლა შეთანხმების დარღვევის გამო. შეთანხმების მიხედვით, კომპანია არაკომერციულ ორგანიზაციად უნდა დარჩენილიყო.

თუმცა სემ ალტმანმა და კომპანია Open AI განაცხადეს, რომ მათ არასდროს დაუდიათ იმის პირობა, რომ Open AI მუდამ არაკომერციული ორგანიზაცია იქნებოდა.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ მასკის სარჩელი მიზნად ისახავდა კომპანიის სწრაფი ზრდის შეფერხებასა და მისი xAI-ის გაძლიერებას, რომელიც მან კონკურენტის სახით 2023 წელს შექმნა.

როგორც მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალურ მედიაპლატფორმა „იქსზე“ დაწერა, იგი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

დაკავშირებული ამბები
„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის სარჩელი სემ ალტმანის წინააღმდეგ