კატეგორიები

„დრო იწურება” - ტრამპის მუქარა ირანს

„დრო იწურება” - ტრამპის მუქარა ირანს
Copyright AP Photo

„ირანს დრო ეწურება. უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ, ან მათგან აღარაფერი დარჩება“, - წერს დონალდ ტრამპი და თეირანს აფრთხილებს, რომ დროს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ თუ ირანი ვაშინგტონის მოთხოვნებს დროულად არ დათანხმდება, სამხედრო მოქმედებები განახლდება. თანაც კიდევ უფრო ინტენსიურად.

ამავდროულად ირანული მედია იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ მოლაპარაკებებისთვის წარმოდგენილ დღის წესრიგს საჭირო დათმობებით არ უპასუხა.

თეირანის ბირთვული პროგრამა მხარეებს შორის კვლავ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. დონალდ ტრამპი ირანისგან მის სრულად გაუქმებას ითხოვს, ხოლო თეირანი ცდლობს ინფრასტრუქტურის ნაწილი შეინარჩუნოს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნაა, რომ თეირანმა ვაშინგნგტონს გამდიდრებული ურანის მარაგი გადასცეს - საუბარია 440 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურნაზე. თეორიულად, ეს მასალა 10-12 ბირთვული ბომბის დასამზადებლად არის საკმარისი. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მას 90%-მდე გაამდიდრებენ, რაც თავის მხრივ, პატარა, ტექნიკური ნაბიჯია.

ირანული სააგენტო **Fars-**ის თანახმად, ვაშინგტონის ბოლო შეთავაზებაში ხუთი მოთხოვნაა, მათ შორის ერთი კი ირანის მიერ მხოლოდ ერთი ფუნქციური ბირთვული ობიექტის დატოვება და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის შტატებისთვის გადაცემაა.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი და ინდოეთი ურთიერთობების გაღრმავებაზე თანხმდებიან „დრო იწურება” - ტრამპის მუქარა ირანს