მთავარიაზიალიბანიისრაელის მიერ ლიბანზე, მიტანილ იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ლიბანზე, მიტანილ იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 თებერვალს  ლიბანის აღმოსავლეთ ბექაას ხეობაზე ისრაელის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა,  31 კი დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვია.

იმავე დღეს ისრაელმა  პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზეც მიიტანა იერიში, როს შედეგადაც დაიღუპა ორი ​​ადამიანი.

ისრაელმა განაცხადა, რომ ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები დაბომბა.

ბექააში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დარტყმების სამიზნე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი იყო.

„საავადმყოფოში დაახლოებით 31 დაშავებული შემოიყვანეს. დაიღუპა 10 მოქალაქე.  24 დაჭრილია. დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან: ერთი ეთიოპიელი ქალი და ერთი სირიელი. დაშავებულებს შორისაც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დაახლოებით ხუთი ან ექვსი სირიელი და სამი ეთიოპიელი ქალი. ისინი საავადმყოფოში დაახლოებით საღამოს 8:30 ან 8:45 საათზე შემოიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი 80 წლის მამაკაცია. როგორ შეიძლება იგი მებრძოლი ყოფილიყო.  იგი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, დაშავებულები არიან ბავშვებიც“. – ამბობს რაიაკის საავადმყოფოს დირექტორი, ალი აბდულა.

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში „ჰეზბოლასა“ და   ეინ ელ-ჰილვეს ბანაკში მდებარე „ჰამასის” სამეთაურო ცენტრებზე მიიტანეს.

„ჰამასმა“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად მისი ორი წევრი დაიღუპა, თუმცა სამეთაურო ცენტრის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას უსაფუძვლო განცხადება უწოდა.

მათი თქმით, შენობაში მყოფი მათი წევრების მიზანი პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

„ჩვენ ვვახშმობდით, იფთარის დრო იყო, როდესაც სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ.  ჩვენი სახლები განადგურდა. უფლისგან მხოლოდ შეწყალებას ვითხოვთ. ეს სიტუაცია აღარ არის მისაღები.” – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე დაჰერ ალ-დირანი.

„ჰეზბოლამ“ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ ერთი დარტყმა განახორციელა.

პარასკევს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უჩვეულოდ მაღალი იყო.  რეგიონში ისედაც  დაძაბული ვითარებაა,   რადგან შეერთებული შტატები იმუქრება, რომ  ირანს დაარტყამს,  თუ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

გასული წლის ისრაელ-ირანის ომის დროს „ჰეზბოლა“ მეტწილად განზე დარჩა, მაგრამ ლიბანში ბევრი შიშობს, რომ ქვეყანას მორიგ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევენ, თუ რეგიონში კიდევ ერთი ომი დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend