ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების პარალელურად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ხომალდების ჩაძირვით ემუქრება.
მან განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთისკენ ირანის რეჟიმის მიერ პროტესტის სასტიკად ჩახშობის შემდეგ გაგზავნა, საშიშია, თუმცა არც ისე საშიში, როგორიც ის იარაღია, რომელსაც მათი ჩაძირვა შეუძლია.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მუდმივად ამბობს, რომ მათი არმია მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა არმიამაც კი შეიძლება ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ ფეხზე დგომა ვეღარ შეძლოს.
ისინი მუდმივად ამბობენ, რომ ირანისკენ სამხედრო ხომალდები გაგზავნეს. კარგი, რა თქმა უნდა, სამხედრო ხომალდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ მასზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლია ეს ხომალდი ზღვის სიღრმეში ჩაძიროს“, — განაცხადა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესი ლიდერის ეს განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მედიით გადაიცა.

