მთავარიაზიაირანიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ბირთვული პროგრამის შესახებ  შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა. იგი ასევე შეხვდება ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ ბუსაიდს, რომელიც  ჟენევაში 17 თებევრალს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის  დაგეგმილი შეხვედერის შუამოავალია.

პლატფორმა „იქსზე“  არაღჩიმ განაცხადა,  რომ იგი უკვე ჟენევაშია და მზად არის სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მისაღწევად.

თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებები ამ თვეში განაახლეს. როგორც ცნობილია,  წინა მოლაპარაკება, რომელიც ივნისში იყო დაგეგმილი, ჩაიშალა, რადგან  ისრაელი და ირანი 12-დღიან კონფლიქტში ჩაერთვნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ომანში მოლაპარაკებები მხარეებს შეთანხმებამდე მიიყვანს. ამის შესახებ მან 16 თებერვალს განუცხადა ჟურნალისტებს.

ირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის 400 კილოგრამზე მეტი მარაგის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია.  ბირთვული სააგენტოს ინსპექტორებმა ეს მარაგი ბოლოს ივნისში ნახეს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ნაბიჯი აკლდა, რომ  ბირთვული შეიარაღებისთვის აუცილებელი  90%-იანი გამდიდრებისთვის მიეღწიათ.

ამავდროულად, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების წინ, 16 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა  ჰორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების მიზანია სრუტეში უსაფრთხოების დასაცავად  და სამხედრო რისკების თავიდან ასაცილებლად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მომზადება, რადგან, როგორც ცნობილია,  შეერთებულმა შტატებმა ამ რეგიონში დიდი რაოდენობით განალაგა საზღვაო ძალები.

ირანის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, განსაკუთებით შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ფონზე, არაერთხელ განაცხადა, რომ გადაკეტავდა სრუტეს.

სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე მსოფლიოში ნავთობის წარმოების 20% გადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend