მთავარიევროპაესტონეთიესტონეთში რუსეთთან დაკავშირებული გემი დააკავეს

ესტონეთში რუსეთთან დაკავშირებული გემი დააკავეს

ბალტიის ზღვაში ესტონეთმა რუსეთთან დაკავშირებული გემი დააკავა, რომელსაც სავარაუდოდ კონტრაბანდა გადაჰქონდა. 188-მეტრიანი სატვირთო გემის 23-კაციანი ეკიპაჟიდან ყველა რუსეთის მოქალაქეა.

ესტონეთის  საზღვაო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ხომალდი ამჟამად ესტონეთის შიდა წყლებში რჩება, მას უახლოეს საათებში პორტში მიაცილებენ უფრო დეტალური საბაჟო ინსპექტირებისთვის. კონტეინერების რაოდენობის გათვალისწინებით პროცესი ხანგრძლივი იქნება.

ოპერაციაში ჩართული ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ  გემი სახელწოდებით „ბალტიური სული“ არ წარმოადგენს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და არ იმყოფება ევროკავშირის სანქციების ქვეშ.

მათი თქმით, მისი დაკავების მიზეზი იმის მაღალი ალბათობა გახდა, რომ ხომალდს კონტრაბანდული პროდუქცია გადაჰქონდა. კითხვაზე, იყო თუ არა ეს ნარკოტიკული საშუალებები, ტალინში პასუხობენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

დაკავებული ხომალდი ეკვადორიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიემართებოდა. გემი ბაჰამის კუნძულების დროშის ქვეშ ოპერირებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend