მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პეკინს სტუმრობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პეკინს სტუმრობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი პეკინში ჩავიდა. ოთხდღიანი ვიზიტის მიზანი ჩინეთთან ურთიერთობების აღდგენა და ბრიტანული ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაფართოებაა მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკაში.

2018 წლის შემდეგ სტარმერი პირველი ბრიტანელი ლიდერია, რომელიც პეკინს ეწვია. დიდი ბრიტანეთის ბოლო ლიდერი, რომელიც ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ტერეზა მეი იყო.

ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობისა და თვალთვალის შესახებ მზარდი შეშფოთების, უკრაინის ომში რუსეთისადმი ჩინეთის მხარდაჭერისა და პეკინის მიერ ჰონგ-კონგში სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გამო გაუარესდა.

პრემიერ-მინისტრი, რომლის მთავრობისთვისაც რთული აღმოჩნდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული დაპირების ასრულება, პეკინს დიდ დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. სტარმერთან ერთად ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროს ლიდერები ჩავიდნენ. მათი რაოდენობა 60-ს აღემატება.

ვიზიტის ფარგლებში სტარმერი ქვეყნის ფინანსურ ცენტრს, შანხაის ეწვევა. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ქვეყნის სხვა ლიდერებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend