მთავარიგადაცემებიMake it Workავსტრიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მრეწველობაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას აპირებენ

ავსტრიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მრეწველობაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას აპირებენ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა ეხმარება ავსტრიელ მრეწველებს, რომ გადახედონ სამუშაოს განაწილების ძველ მიდგომას და აჩვენონ, რომ ინდუსტრიას შეუძლია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა, თუკი გადაამზადებს მუშახელს და გაითვალისწინებს თანასწორობის პრინციპებს.

ავსტრიის ქალაქ კაპფენბერგში მოქმედი კომპანია  BHDT ერთ-ერთია იმ კომპანიათა შორის, რომლებიც ჩართული არიან პროგრამა FairPlusService-ში. ეს პროგრამა, რომელსაც „ევროპის სოციალური ფონდი პლუსი“ (European Social Fund+) აფინანსებს, კომპანიებში გენდერული თანასწორობის დანერგვას უწყობს ხელს.

იგი ეხმარება ქალებს, მიიღონ უკეთესი კვალიფიკაცია, მხარს უჭერს მენეჯერებს, დაამყარონ უკეთესი ურთიერთობა დასაქმებულებთან და მართონ გადასამზადებელი კურსები და ამით სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის სწორი ბალანსის დამყარებას უწყობს ხელს. დასაქმებულები ამბობენ, რომ სარგებლობენ მოქნილი სამუშაო გრაფიკით, საწარმოში ინკლუზიური სამუშაო გარემოა და ხელს უწყობენ ქალებს, რომ ტექნიკური პროფესიები აითვისონ.

2021-2027 წლების პერიოდში „ევროპის სოციალურმა ფონდმა პლუსმა“ (ESF+) 2 მილიარდ ასი მილიონი ევრო უნდა ჩადოს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაში ევროკავშირის შრომის ბაზარზე. და ავსტრიის მოდელი მიზნად ისახავს, რომ შეცვალოს წარმოდგენა ხარისხიან სამუშაო ადგილზე.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სხვა ახალი ინიციატივებიც დაეხმარება გზის გაკვლევაში, რათა კონტინენტზე უკეთესი და უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნან.  ერთი მათგანია, მაგალითად, „ხარისხიანი დასაქმების გზამკვლევი“ (Quality Jobs Roadmap). ეს ინიციატივა ყურადღებას ამახვილებს კომპანიაში არსებულ ფსიქოლოგიურ გარემოზე, ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით იმ დასაქმებულების შემთხვევაში, რომელთაც დიდ სიცხეში უწევთ მუშაობა. ამავე დროს ეს პროგრამა ყურადღებას ამახვილებს იმ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დებატებზეც, რომლებიც სამსახურებში ინერგება. ეს ეხება ხელოვნურ ინტელექტს, გაციფრულებას, ადამიანის როლს მთელ პროცესში, განმარტავს, Eurofound-ის აღმასრულებელი დირექტორი ივაილო კალფინი.

ავტორი: ბრიან კარტერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend