მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთი 15 წლამდე პირებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას სექტემბრიდან განიხილავს

საფრანგეთი 15 წლამდე პირებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას სექტემბრიდან განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დააჩქაროს საკანონმდებლო პროცესი, რომლითაც 15 წლამდე ახალგაზრდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ. ემანუელ მაკრონი სწორებას  სექტემბრის თვეზე აკეთებს, რა დროისთვისაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ტინეიჯერებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას იმედოვნებს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარ მთავრობას უკვე დაავალა დაჩქარებული პროცედურების ინიციირება, რათა პროექტი კანონად სწრაფად იქცეს და სენატმა ის დროულად დაამტკიცოს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით სკოლებში აიკრძალება მობილური ტელეფონები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან აღნიშნა, რომ „ბავშვებისა და ტინეიჯერების ემოციები და გონება არ იყიდება და არ წარმოადგენს მანიპულაციების საგანს არც ამერიკული პლატფორმებისა და არც ჩინური ალგორითმებისთვის“.

საფრანგეთის ჯანდაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით, ორიდან ერთი ტინეიჯერი სმარტფონთან დღეში 2 დან 5 საათამდე დროს ატარებს. 12-დან 17 წლამდე ბავშვების 90% კი სმარტფონს ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტთან წვდომისათვის, მათგან 58% სოციალურ ქსელებში შესასვლელად.

საფრანგეთის ინიციატივას წინ უძღოდა შეზღუდვების შესახებ გაკეთებული ანონსი დიდ ბრიტანეთშიც. მავნე კონტენტისგან ბავშვების დასაცავად და ეკრანზე მიჯაჭვულობის შესამცირებლად ლონდონში გეგმავენ ტინეიჯერებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდონ, იმავე ზომას უკვე მიმართა ავსტრალიამ 16 წლამდე ბავშვებისთვის. შედეგად 5 მილიონამდე ანგარიშს ქვეყანაში წვდომა გაუუქმდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სადავო გამოდგა, რადგან წარმოშვა დებატები ტექნოლოგიებზე, პირად ცხოვრებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ბოლო კვლევებმა გამოავლინა სოციალურ ქსელებზე წვდომით არასრულწლოვანებისთვის მიყენებული მავნე გავლენა, მათ შორისაა თვითშეფასების ვარდნა, თვითდაზიანებისკენ მიმართული სარისკო ქცევები, ნარკოტიკების გამოყენება და თვითმკვლელობის შემთხვევები. ამის გამო საფრანგეთში რამდენიმე ოჯახმა ტიკ-ტოკსაც კი უჩივლა. მათ სჯერათ, რომ აპლიკაციაში საშიშ კონტენტზე წვდომამ რამდენიმე ტინეიჯერს სუიციდისკენ უბიძგა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend