მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთიდან მიმავალი ნავთობტანკერი დააკავეს

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთიდან მიმავალი ნავთობტანკერი დააკავეს

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთიდან მიმავალი ნავთობტანკერი დააკავეს. ეს მისიის ფარგლებში მოხდა, რომელსაც კრემლის სანქცირებული ჩრდილოვანი ფლოტი სამიზნეში ჰყავს ამოღებული. საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურის განცხადებით, გემი სახელად „გრინჩი“ უცხო ქვეყნის დროშით დაცურავდა. საფრანგეთის საზღვაო ძალების განცხადებით, ისინი გემს სანაპირომდე მიაცილებენ, რათა დამატებითი შემოწმება ჩაუტარონ მას და საბოლოო იდენტიფიცირებაც მოახდინონ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საკითხს გამოეხმაურა სოციალურ ქსელ X-ზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საფრანგეთი მოწადინებულია, აღასრულოს საერთაშორისო სამართალი და სანქციების ეფექტური შესრულება. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსული ტანკერის დაკავება მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი რეალურად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს აფინანსებს.

„ამ დილით საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ავიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს ტანკერზე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის, სანქციების ქვეშაა და ეჭვმიტანილია ცრუ დროშით ცურვაში. ხმელთაშუა ზღვაში ეს ოპერაცია რამდენიმე ჩვენი მოკავშირის დახმარებით ჩატარდა. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართალს და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტიანი განხორციელება“, – დაწერა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

რუსული ტანკერის დაკავებას რამდენიმე საათით უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები ევროპის უმოქმედობის შესახებ, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. სიტყვაში მან გაიხსენა აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული ტანკერების ამბავი და აღნიშნა, რომ ევროპამ ამისგან მაგალითი უნდა აიღოს, რათა რუსეთის ეკონომიკის შესუსტებაში ხელშესახები ნაბიჯი გადადგას და ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

მისიაში ჩართული იყო დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც ტანკერის ირგვლივ სადაზვერვო ინფორმაცია პარიზს გადასცა. ფრანგი სამხედროების ცნობით, გემი კომორის არქიპელაგის დროშისქვეშ დაცურავდა, რაც აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილია. მათივე ცნობით, გემის ეკიპაჟი ინდოეთიდანაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend