მთავარიაზიაირანიირანის ხელისუფლების ცნობით, პროტესტის ჩახშობას 3 117 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ხელისუფლების ცნობით, პროტესტის ჩახშობას 3 117 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ხელისუფლებამ პირველად გაავრცელა ოფიციალური მონაცემები საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა შესახებ. ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ჩახშობას 3 117 ადამიანი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან 2 427 ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია, დანარჩენი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

ირანის ხელისუფლების ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებისგან. აშშ-ში დაფუძნებული Human Rights Activists News Agency აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 4 902-ს აღწევს, თუმცა რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს.

უფლებადამცველების ცნობით, ირანში დააკავეს დაახლოებით 26 500 ადამიანი. ორგანიზაცია, საპროტესტო მოვლენების დროს მსხვერპლის დათვლის თვალსაზრისით, სანდო წყაროდ ითვლება.

საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობის განსაზღვრა უცხოეთიდან განსაკუთრებით რთულია, რადგან ირანის ხელისუფლებამ პერიოდულად შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა და დაბლოკა საერთაშორისო ზარები, რაც ინფორმაციის გადამოწმებას ართულებს. ადგილობრივი ჟურნალისტებიც შეზღუდვების გამო სრულყოფილად ვერ აშუქებენ მოვლენებს.

სახელმწიფო ტელევიზია საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხშირად „მოძალადეებად და  არეულობის შემქმნელებად მოიხსენებს და ამტკიცებს, რომ ისინი აშშ-ისა და ისრაელის გავლენით მოქმედებდნენ.  თუმცა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ ან ვერ ასაჯაროებს.

ოფიციალური და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში მსხვერპლის რაოდენობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია და ბევრს ახსენებს 1979 წლის რევოლუციის პერიოდს, როდესაც ქვეყანაში ისლამური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ქუჩაში საპროტესტო ტალღამ იკლო, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Human Rights Activists News Agency-ის მონაცემებით, დაკავებულია დაახლოებით 26 500 ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებების საფუძველზე ვარაუდობენ,  რომ მათგან ზოგიერთს სიკვდილით დასჯიან. ირანი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მოქალაქეების სიკვდილით დასჯის მხრივ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend