მთავარიევროპაშვეიცარიადავოსში მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ საინვესტიციო პოლიტიკას

დავოსში მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ საინვესტიციო პოლიტიკას

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრები დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გლობალური ეკონომიკის მომავალია.

ატილიო დი ბატისტამ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  ანგარიშის ავტორმა, აღნიშნა, რომ გლობალური სავაჭრო სისტემა ამჟამად ცვლილებების პროცესშია.

„ყველაზე მძიმე ეტაპი, ყოველ შემთხვევაში ამჟამად, შესაძლოა უკვე გადავლილია. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ასეთი შედეგი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სავაჭრო დაძაბულობას ეხება: აშშ-სა და ჩინეთს შორის თითქოს უკვე გარკვეული ბალანსია, ან დროებითი ზავი ჩამოყალიბდა. სავაჭრო სისტემამ, გარკვეულწილად, შეძლო გადაწყობა და სხვადასხვა გზით ვითარდება რეგიონულ და ორმხრივ ფორმატში“, – აცხადებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეკონომიკური ზრდისა და ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ატილიო დი ბატისტა.

„2026 წელს ამოქმედდება თხუთმეტწლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის ინვესტიციებს საკვანძო ინდუსტრიების განვითარებაში, ასევე უფრო ძლიერ მხარდაჭერას მოწინავე წარმოებისთვის. ამავე დროს, გეგმის მიხედვით, გაუმჯობესდება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებაც. მისი ძირითადი მიზანია შიდა ბაზრის სისტემის შექმნა, რომელიც შიდა მიმოქცევით იქნება მართული. პარალელურად კი იგეგმება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გახსნილობის პოლიტიკის გაგრძელებით, რათა ჩამოყალიბდეს ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, შიდა და საერთაშორისო მიმოქცევა ერთმანეთს გააძლიერებს“, – აცხადებს ფუდანის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი ჟან ძუნი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ლიდერები და ეკონომიკური ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ მოახერხებს მსოფლიო ეკონომიკა ადაპტაციას  რეგიონალიზაციის, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებისა და გლობალური ინვესტიციების გადანაწილების პირობებში.

დავოსში შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend