მთავარიამერიკააშშაშშ-ის ხაზინის მდივანი: „ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა"

აშშ-ის ხაზინის მდივანი: „ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა”

მიუხედავად მზარდი დაძაბულობისა, რომელიც დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებული ამბიციითაა გამოწვეული, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ამბობს, რომ შტატების ურთიერთობა ევროპასთან „ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა“.

ამერიკის შეერთებული შტატების წევრობა ნატოში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას – თქვა მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ხოლო კითხვას იმის თაობაზე არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ევროპის მოკავშირე, სკოტ ბესენტმა ამგვარად უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ევროპა მოკავშირეა. ამერიკის შეერთებული შტატების წევრობა ნატოში უდავოა. ევროპა და შტატები მოკავშირეები არიან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ტრაგიკული ომის შეჩერების საქმეში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ვერ გვექნება. შეწყვიტეთ ისტერია და ღრმად ისუნთქეთ. გასულ წელსაც ასე ვიყავით. დარწმუნებული ვარ, იმავე კითხვას დამისვამდით, აქ 2 აპრილს რომ ყოფილიყავით. და იცით რა? ყველაფერი კარგად დასრულდა. ეკონომიკები კარგად არის.  ძალიან კარგი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე მჭიდრო არასდროს ყოფილა“.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით სჭირდება ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend