კატეგორიები

დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 2025 წელსაც საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია

დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 2025 წელსაც საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია

დედამიწის საშუალო ტემპერატურამ გასულ წლებში მკვეთრად მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლიმატის მონიტორინგის  სხვადასხვა ჯგუფი ავრცელებს. მათი მონაცემებით, საშუალო ტემპერატურის ზრდის ტენდენცია უკვე რამდენიმე ათწლეულია შეიმჩნევა, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს კი 2024 წელს მიაღწია.

ხუთმა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2024 და 2023 წლების შემდეგ 2025 წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა გამოვლინდა. არსებული მონაცემებით, ბოლო 11 წელი ყველაზე ცხელი იყო, რაც კი ოდესმე გამოვლენილა.

ევროპის კლიმატის სამსახურის, „კოპერნიკის“, ცნობით, გასულ წელს დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 15 გრადუსამდე ავიდა. „კოპერნიკუსის“ წარმომადგენელი სამანტა ბურგესი ამბობს, რომ ტემპერატურის ზრდის მთავარი მიზეზი ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვას უკავშირდება.

„არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ  კლიმატის ცვლილების წინაშე ვდგავართ. ის აქ არის, მას გავლენა აქვს მსოფლიოს ყველა ნაწილზე და ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ ვიცით ამის გამომწვევი მიზეზი. ფიზიკის კანონების თანახმად, ჩვენი ატმოსფერო თერმული საფარის მსგავსად მოქმედებს. როდესაც ატმოსფეროში აეროზოლს ვამატებთ, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი, ეს ასქელებს ამ საფარს, რაც შემდეგ ზრდის იზოლაციას, შესაბამისად, ჩვენი პლანეტაც თბება“, – ამბობს სამანტა ბურგესი.

მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ საერთაშორისო ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც საფუძველი 2015 წელს პარიზში ჩაეყარა და რომელიც ტემპერატურის მატების პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა, 2030 წლისთვის შეჩერდება.

„ათწლეულის შემდეგ, როდესაც 2030-იან წლებში საერთო ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, მსოფლიოში ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა გაიზრდება. ამ ექსტრემალური მოვლენების მიერ გამოწვეულ ზიანსა და შედეგებთან დაკავშირებული ხარჯებიც გაიზრდება. 2020-იანი წლების შუა პერიოდის კლიმატი კი ნოსტალგიით გაგვახსენდება. დიახ, ეს შემაშფოთებელია. ვიცით, რა არის გამოსავალი და რა არის გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, შეგვიძლია ნულოვან ტემპერატურამდე მივიდეთ და თუ ნულოვან ტემპერატურაზე გადავალთ,  მოსალოდნელ დათბობასაც შევაჩერებთ“, – ამბობს სამანტა ბურგესი.

ამინდის მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, 2025 წელს ტემპერატურის მატება ეკოლოგიისთვის დამაზიანებელია, რაც საფრთხეს მოსახლეობასაც უქმნის. მათი ინფორმაციით, იზრდება ქარიშხლის, წყალდიდობისა და ხანძრების რისკიც.

 

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა