მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს –  ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ნაბიჯია მათ წინააღმდეგ, ვინც ამერიკაში ჩასვლას ცდილობს.

შტატები დიდი ხანია, უარს ამბობს ვიზების მათზე გაცემაზე, ვინც შესაძლოა სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებაზე გახდეს დამოკიდებული, თუმცა ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი იმას აცხადებს, რომ ამ უფლებამოსილებას მოქალაქეობის მიხედვით საემიგრაციო ვიზების მასობრივი შეჩერებისთვის გამოიყენებს.

„ტრამპის ადმინისტრაცია ბოლოს უღებს ამერიკის საიმიგრაციო სისტემის ბოროტად გამოყენებას მათ მიერ, ვინც ამერიკელი ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა.

მისივე თქმით, ამ 75 ქვეყნიდან საიმიგრაციო ვიზების გაცემა იქამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა არ შეაფასებს საიმიგრაციო პროცედურებს, რათა იმ უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა აიცილოს თავიდან, რომლებიც, მისი განმარტებით, „სახელმწიფოს დახმარებისა და საჯარო სარგებლის მიღებას ისახავენ მიზნად“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. ეს კი რეკორდული მაჩვენებელია.

უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან 605 000-ზე მეტი ადამიანი გააძევა, კიდევ 2.5 მილიონმა კი ამერიკის შეერთებული შტატები ნებაყოფლობით დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend