კატეგორიები

ევროპელმა ლიდერებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს

ევროპელმა ლიდერებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანახმად, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს. ამის შესახებ იგი პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ წინ ვწევთ სამშვიდობო პროცესს. ახლა ყველასგან, მათ შორის რუსეთისგან, გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერებაა საჭირო“, – აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.

კონსულტაციების თაობაზე წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. როგორც იგი აღნიშნავს, ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია ჰქონდა უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის შესახებ.

„საბოლოოდ, თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრებაშია. ეს თავისთავად უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა“, – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი და ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირში გაწევრებას სარგებელი მხოლოდ გაწევრებული ქვეყნისთვის კი არა, მთელი ევროპისთვის მოაქვს.

ფრიდრიხ მერცის მიერ მოწვეული საკოორდინაციო შეხვედრის შესახებ საუბრობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.

„ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა“, – წერს ანტონიუ კოშტა პლატფორმა X-ზე.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“