მთავარიკულტურადიუნი, შურისმაძიებლები, ოდისეა - ფილმები, რომლებსაც 2026 წელს ველით

დიუნი, შურისმაძიებლები, ოდისეა – ფილმები, რომლებსაც 2026 წელს ველით

კინოპრემიერები, პრესტიჟული ჯილდოები, გულწრფელი ემოციები და კრიტიკა – ფილმები, რომლებიც ისტორიაში ჩაიწერა, 2025 წელს უხვად იყო.

თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მოლოდინია. 2026 წელს, კინომოყვარულებს არაერთი მასშტაბური ფილმის პრემიერა ელის.

„2025 წელს დაახლოებით იმდენივე ბილეთი გაიყიდა, რამდენიც წინა წელს, რაც იმედგამაცრუებელია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ფილმი გამოდის, ვფიქრობ, მოლოდინი ახლა უფრო მაღალია, ეს ნაწილობრივ ისეთი ფილმების დამსახურებაა, როგორებიცაა კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“. ასევე გვაქვს სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი, რომლის გამოსვლასაც უამრავი ადამიანი ელოდება. არის მრავალი ბლოკბასტერი. გამოდის, „დიუნის” მესამე ნაწილი, შურისმაძიებლები, ადამიანი ობობა, ეშმაკი ატარებს პრადას და ეს ის ფილმებია, რომელთა შემოსავალიც, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარს ან მეტს მიაღწევს“,- ამბობს „ესოშიეითიდ პრესის“ კინოკრიტიკოსი ჯეიკ კოილი.

გარდა ამისა, 2026 წელს კიდევ ბევრი საინტერესო ფილმი გამოდის, მათ შორისაა „შესანიშნავი გოგონა“ , „შურისმაძიებლები”; „განკითხვის დღე”. ასევე გამოვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რამდენიმე ფილმი, მათ შორის, პროექტი „ავე მარია” რაიან გოსლინგის მონაწილეობით და სტივენ სპილბერგის  ფილმი „მხილების დღე“.

მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება ბიოგრაფიულ ფილმს მაიკლ ჯექსონის შესახებაც.

ასე რომ, მოლოდინი დიდია, თუმცა კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მიმდინარეობს, რამაც კინოთეატრებზე შესაძლოა უდიდესი კვალი დატოვოს. ზოგი შიშობს, რომ ონლაინპლატფორმების პოპულარობის ზრდის გამო კინოთეატრებში ნაკლები ხალხი ივლის. თუმცა გარდამტეხი ცვლილებები ამ მხრივ ალბათ 2026 წელს არ მოხდება.

და ეს წელიც კინემატოგრაფიაში განსაკუთრებულ ისტორიას დაწერს…

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend