კატეგორიები

აშშ-მა ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

აშშ-მა ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა 25 დეკემბერს ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში საჰაერო/ავია იერიშები მიიტანა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე მას შემდეგ, რაც იგი კვირების განმავლობაში გმობდა დაჯგუფების მიერ ქრისტიანებზე თავდასხმებს.

პრეზიდენტმა თავის Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „დღეს, ჩემი როგორც მთავარსარდლის მითითებით, ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში შეერთებულმა შტატებმა ძლიერი და მომაკვდინებელი დარტყმა განახორციელა ISIS-ის ტერორისტული ნაძირლების წინააღმდეგ, რომელთა სამიზნეშიც არიან და სასტიკად კლავენ, ძირითადად, უდანაშაულო ქრისტიანებს, მრავალი წლისა და საუკუნეების განმავლობაში არნახული მასშტაბებით.

„მე ადრე გავაფრთხილე ეს ტერორისტები, რომ თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას, ჯოჯოხეთური სასჯელი ელოდათ და დღეს საღამოს ეს დაპირება ასრულდა. ომის დეპარტამენტმა მრავალი ზუსტი და სრულყოფილი დარტყმა განახორციელა, რაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია“.

აშშ-ის სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმა სოკოტოს შტატში ნიგერიის ხელისუფლებასთან კოორდინაციით განხორციელდა. პლატფორმა იქსზე სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ადრინდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დარტყმა ნიგერიის ხელისუფლების მოთხოვნით განხორციელდა, თუმცა ეს განცხადება მოგვიანებით წაიშალა. პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ის მადლიერია ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რაც მოიცავს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და სტრატეგიულ კოორდინაციას მებრძოლი/ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი