მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დეტალებზე პირველად ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დეტალებზე პირველად ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი წარადგინა. უკრაინული მედია იუწყება, ე. წ. საბაზისო დოკუმენტის დეტალები ცნობილი უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა. ზელენსკის განმარტებით, პროექტში წარმოდგენილი ბევრი პოზიცია უკრაინის და აშშ-ის საერთო ხედვას ასახავს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ძირითადი პუქნტები შემდეგ დებულებებს ითვალისწინებს:

უკრაინის სუვერენიტეტს კვლავ დადასტურებს შეთანხმების ყველა ხელმწომწერი მხარე;

რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმდება თავდაუსხმელობის სრული და უპირობო შეთანხმება;

უკრაინა ძლიერ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში 800 000 სამხედრო იქნება;

ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ;

რუსეთი ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონში დაამტკიცებს;

უკრაინა განსაზღვრულ ვადაში გახდება ევროკავშირის წევრი;

უკრაინა გლობალური განვითარების ძლიერ პაკეტს მიიღებს;

შექიმნება რამდენიმე ფონდი უკრაინის ეკონომიკისა აღდგენისა და ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად – მიზანი 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა იქნება;

უკრაინა დააჩქარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან;

უკრაინა ადასტურებს, რომ დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ;

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას სამი ქვეყანა – უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთობლივად უზრუნველყოფენ, თუმცა დეტალები კვლავ განიხილება;

ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ შექიმნება პროგრამები, რომლებიც ტოლერანტობას ხელს შეუწყობს და რასიზმს აღმოფხვრის;

ტერიტორიების შესახებ პუნქტები შეთანხმებული არ არის. თუმცა, გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტია: პირველი – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, შეთანხმების თარიღის მიხედვით, ჯარების განლაგების ადგილი დე-ფაქტო კონტაქტის ხაზად იქნება აღიარებული, რომელსაც საერთაშორისო ძალები გააკონტროლებენ, მეორე – დონბასის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც ამ ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. უკრაინა ჯარების გაყვანას ეწინააღმდეგება. ეს ვარიანტი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ტერიტორიული საკითხი შეიძლება, საბოლოოდ ლიდერების დონეზე გადაწყდეს;

შეთანხმების შემდეგ რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, მომავლში ტერიტორიული მოწყობა ძალის გამოყენებით არ შეცვალონ;

რუსეთი უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ხელს არ შეუშლის;

შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი, რომელიც ტყვეებთან, პოლიტპატიმრებსა და ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებსზე იმუშაევებს;

უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე ვადაში არჩევნები უნდა ჩაატაროს;

ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება და მის შესრულებას გააკონტროლებს „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს;

როგორც კი შეთანხმებაზე თანხმობას ყველა მხარე გამოაცხადებს, სრული ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ამ პროექტთან დაკავშირებით რუსული მხარისგან პასუხს დღესვე ელის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend