მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხმიანება

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხმიანება

23 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვდრისას განამტკიცა სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი. ისინი უკვე დაბრუნდნენ  უკრაინაში და ვოლოდიმირ ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია მიღწეული შეთანხმებების სამუშაო პროექტებზე და იმ პუნქტებზეც, რომელთა შესახებაც იმსჯელეს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს შეუქმნია დაბრკოლება მშვიდობის დამყარებაში. მან დასძინა, რომ კიევი გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას კონფლიქტის დასასრულებლად. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, მაგრამ მოლაპარაკებები მოსკოვისა და კიევის განსხვავებული მოთხოვნების გამო გართულდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კვირას განაცხადა, რომ მან ფლორიდაში პროდუქტიული და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართა უკრაინელ და ევროპელ წარმომადგენლებთან.

 

„დღეს ჩვენმა ჯგუფმა  დეტალური ანგარიში წარადგინა. რუსტემ უმეროვი და ანდრეი ჰნატოვი, რომლებიც პრეზიდენტ  ტრამპის წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შეხვდნენ, უკვე დაბრუნდნენ. მათ წარმოადგინეს ინფორმაცია უკვე არსებული შეთანხმებების სამუშაო პროექტებსა და იმ პუნქტებზე, რომელთა განმტკიცებაც შევძელით. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან და მოუთმენლად ველით, რომ  შემდეგშიც ასე გაგრძელდება.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო შეთანხმების მიღწევა.  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენც ვთანამშრომლობთ მასთან. უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობის მხრივ დაბრკოლება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დოკუმენტები იქნეს მიღებული და ისინი რეალისტური იყოს. მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია. ის ომის დასრულების საკითხს სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend