მთავარიგადაცემებიGrand Voyagerმოგზაურობა ლისაბონში

მოგზაურობა ლისაბონში

ლისაბონი –  ქალაქი, რომელიც განთქმულია თავისი საუკუნოვანი ტაძრებით,  კრამიტით გადახურული კოპწია სახლებით,  მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი გემრიელი მოხარშული კრემითა და ზოგადად, კულტურითა და ფერადოვნებით.

ამ ეპიზოდში „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ლილი დაუსი ლისაბონის ისტორიას ეცნობა. ქალაქის ტური მან ადგილობრივ გიდთან ანა-პაულასთან ერთად დაიწყო ლისაბონის ისტორიული ცენტრიდან, რომელიც სავსეა ყველასთვის საყვარელი ძველი შენობებითა და ისტორიული ძეგლებით და ვიწრო ქუჩებით ალმაფის უბანში გადავიდა.

ლისაბონი ის ქალაქია, რომელშიც ისტორია და გემრიელი სუნი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ყოველი უბანი რაღაც განსაკუთრებულს გთავაზობს.

აქ მდებარეობს Pastéis de Belém-ი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო ლისაბონში, რომელშიც ლილიმ ნახა, თუ როგორ ცხვება პორტუგალიური ორიგინალური  კრემიანი ტარტები და თავადაც კი სცადა მათი გამოცხობა. ფილების ეროვნულ მუზეუმში ლილი გაეცნო პორტუგალიური კერამიკურლი ფილების დამზადების ტრადიციას და შემდეგ თავადაც მოხატა რამდენიმე ფილა.

ამის მერე ლილი დაბინავდა სასტურმო Lapa Palace Hotel-ში და ამ ძველი სასახლის კლასიკური ძველებური დიდებულება საკუთარ თავზე გამოსცადა, სანამ ესტუმრებოდა რესტორანს  Solar dos Presuntos-ს. ამ რესტორანში ლილი ერთ-ერთ შეფმზარეულს კერძების მომზადებაში დაეხმარა და გასინჯა კიდეც კერძები რესტორნის მესაკუთრე ოჯახის წევრთან ერთად.

ლისაბონში მოგზაურობის ბოლოს ლილიმ მდინარე ტახოზე ნავით გაისერინა და ქალაქის სილამაზით სანაპიროდან დატკბა.

ავტორი: ლილი დაუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend